სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს თანამშრომლები სპეციალური სესიით წარდგნენ ლ. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - ინოვაციები საექსპერტო მეცნიერებაში, რომელიც ჩატარდა მიმდინარე წლის 10-12 ივნისის პერიოდში და იგი შეეხებოდა სასამართლო ექსპერტიზის კუთხით არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებს, მათთან დაკავშირებულ პრობლემატიკასთან ერთად.
სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მომზადებული პრეზენტაცია შეეხებოდა კომპიუტერული ინციდენტების ფარგლებში ინტეგრირებული ციფრული ექსპერტიზის მეთოდებს, ტაქტიკებსა და პროცედურებს (TTPs), რომელიც უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ცალკეული კიბერ აქტორის დასადგენად, არამედ კომპრომეტაციის პირველადი წყაროს და საბოლოო მასშტაბის განსასაზღვრად.
ამასთან, სააგენტოს თანამშრომლებმა კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტზე რეაგირების ფარგლებში დაგროვილ კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით დეტალურად განმარტეს სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომელსაც იყენებს სააგენტოს CERT-ი და ამ მიმართულებით მიმოიხილეს ცალკეული არტეფაქტების ამოღებისა და ანალიზისთვის საჭირო მიდგომები.