სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლები ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მათ სამუშაო შეხვედრები გამართეს საბერძნეთის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის, ქვეყნის ეროვნული კიბერუსაფრთხოების სამსახურთან.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბერძენ კოლეგებს დეტალურად გააცნო საქართველოში არსებული კიბერუსაფრთხოების ინსტიტუციური მოწყობა და ამ სფეროში არსებული რეგულაციები.
საუბარი, ასევე შეეხო საჯარო და კერძო კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების წინააღმდეგ არსებულ საფრთხეებსა და მათი გადაჭრის გზებს.
მხარეებმა კიბერინციდენტების გამოვლენისა და შემცირების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს, ქართულმა დელეგაციამ ბერძენი კოლეგები საქართველოში მოიწვია.
ყველა სიახლე
16 ივლისი, 2026